Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

Latest News

2017-05-23 11:09:00

აუდიტის დასკვნის შუალედური ინფორმაცია

დღეს, 22 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ მიმდინარე წლის 13 მაისს მომხდარი ინციდენტის მოტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა უწყების აუდიტორულ საქმიანობას, კერძოდ, „2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს“ უკავშირდება.

წყარო I არხი, იმედი, კავკასია, რუსთავი 2, ტვ პირველი

2017-05-19 12:40:00

გენერალური აუდიტორი 13 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით მესამე სექტორს შეხვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ბოლო დღეებში ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

წყარო იმედი, რუსთავი 2, პირველი TV, მაესტრო, კავკასია, იბერია

2017-05-17 18:59:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების განცხადება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

წყარო სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2017-03-09 18:37:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

წყარო TV1- ბიზნესკონტრაქტი, პირველი არხი - მოამბე,

2016-12-06 19:00:00

პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მიმდინარე შედეგების და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

დღეს, 5 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის მიმდინარე შედეგებისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

წყარო პირვლი არხი, რუსთავი 2, ტვ პირველი, მაესტრო

2016-11-05 01:55:00

გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა

4 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ მედიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია წარუდგინა.

წყარო იმედი, მაესტრო, სურთვი2, აჭარა TV,TV პირველი

2016-09-09 23:52:00

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ (TWINNING) დახურვასთან დაკავშირებით

დღეს, 9 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning) – „საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ - ფარგლებში, პროექტის დახურვასთან დაკავშირებული კონფერენცია.

წყარო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, იმედი

2016-09-03 02:46:00

შეხვედრა მედიასთან: წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესები და დარღვევები

დღეს, 2 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

წყარო პირველი არხი, მაესტრო, აჭარა, რუსთვი 2, იმედი

2016-09-03 01:30:00

აუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს

აუდიტის სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს.

წყარო epn

2016-05-11 11:23:00

გენერალური აუდიტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

დღეს, 10 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი პროცესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, წარდგენილ იქნა ინფორმაცია მიმდინარე მონიტორინგის შედეგებსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ახალი ვებგვერდის მზადებასთან დაკავშირებით.

წყარო მაესტრო, საქმიანი დილა