Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე

განახლების თარიღი: 14:06:2019

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, შეფასებულია წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.
ამავდროულად, დასკვნაში განხილულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინა წლების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულებისას არსებული ტენდენციები და მნიშვნელოვანი საკითხები და აქედან გამომდინარე შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
დასკვნაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

განახლების თარიღი: 14:06:2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, წარმოდგენილია შეფასებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ.
მოხსენებაში მიმოხილულია რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
ამავდროულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა და წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.