სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 იანვარი, 2016
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები, კერძოდ:

  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და 105- ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხონების გაუთვალისწინებლობით შემცირებულია 2014 წლის დასაბეგრი მოგება; 
  • 2014 წელს ქონების გადასახადით, არ არის დაბეგრილი ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები;
  • აუდიტის პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, როცა მიმწოდებლის არაარგუმენტირებული წერილის საფუძველზე, გაგრძელებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები. შედეგად,   მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს სახით არ იქნა დარიცხული 1,0  ათასი ლარი;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი 2014 წელს განხორციელებული შესყიდვების  მიზნებისათვის ბაზრის კვლევის ამსახველი რაიმე  დოკუმენტური სახის მტკიცებულება, რითაც განისაზღვრებოდა სამსახურისთვის მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობები;
  • აუდიტის პერიოდში, 4 შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გაკეთებული დაკვეთების შესახებ. შესაბამისად, ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების მდგომარეობა.

აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა აუდიტის ანგარიში და გაიცა შესაბამისი რეკომედაციები.