დღეს, 25 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა ”საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი საკითხებია:
1) საჯარო ფინანსების მართვისა და კონტროლის სფეროში მიმდინარე რეფორმების, საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიის გაძლიერების ხელშეწყობა
2) 2014-2016 წლებში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების შეფასება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეფექტიანობის აუდიტის დანერგვა, ერთობლივი აუდიტების ჩატარება; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, შიდა სტრუქტურული ორგანიზაციისა და სამუშაო პროცესების შემდგომი გაუმჯობესება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის განვითარება, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ,
მემორანდუმის გაფორმებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 1998 წელს დადებული შეთანხმება და 2013 წელს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები.
მემორანდუმზე ხელს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და GIZ-ის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ბერნდ მიულერი მოაწერენ.