სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 09 აგვისტო, 2013

სერტიფიკატების გადაცემა

2013 წლის მაისში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაიწყო საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული სერტიფიცირება საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის. 

სერტიფიცირების გავლის სურვილი გამოთქვა 38 პირმა. მათ 2 თვის მანძილზე გაიარეს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსი. კურსის გავლის შემდგომ 32 მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. დღეს, 9 აგვისტოს, მათ გადაეცემათ საჯარო სექტორის აუდიტორის 5 წლიანი სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად დამატებით შემოღებულ იქნება განგრძობადი სავალდებულო განათლების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება დღეს, 9 აგვისტოს, 13 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.
გთხოვთ, მობრძანდეთ

იხ.თანდართული ფაილი