სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 30 ნოემბერი, 2016

2016 წლის 5 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (შეხვედრების ოთახი N6), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ

შეხვედრის თემები:

1. საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ფინანსური მონიტორინგის მიმდინარე საქმიანობის შედეგები:

  • წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები და შემოსავლები;
  • აუდიტის სამსახურში შემოსული საჩივრები და განხორციელებული რეაგირება;
  • გამოყენებული სანქციები და განხილვის სტადიაზე მყოფი საქმეები.

2. პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებსაიტის წარდგენა და საძიებო სისტემის პრეზენტაცია.