სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 08 დეკემბერი, 2016

9 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი საჯარო განხილვას გამართავს ქალაქ დუშეთში.

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ დუშეთის მუნიციპალიტეტის  2014-2015 წლების  საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის  აუდიტის ანგარიშს.