სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 08 მარტი, 2017

9 მარტს, 15:00 საათზე  ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მთავარ ფოიეში,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ანალიტიკური ვებპლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ გახსნასთან დაკავშირებული  ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას  დაესწრებიან ქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები.