სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 18 მაისი, 2017

დღეს, 18 მაისს, 15:00 სთ-ზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია,  ბოლო დღეებში ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 16:00 სთ-ზე, ლაშა თორდია მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

შეხვედრა გაიმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.

მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.

საკონტაქტო პირი: რუსუდან შამუგია

ტელ:. 577 47 99 99.