დღეს, 2 ივნისს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და GIZ-ის პროგრამა - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმზე ხელს მოაწერენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - მარია შეფერი.
მისამართი: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზ. N6