დღეს, 19 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება მეორე რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“. კონფერენციის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება, ასევე არსებული ხარვეზებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების გზებზე საუბარი.
კონფერენციის დასაწყისი 09:30 საათი