სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 04 აგვისტო, 2017

7 აგვისტოს, 15 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის თემა: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადება პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.