სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სამი უწყების საქმიანობის აუდიტები განიხილეს 28 თებერვალი, 2023

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის ეფექტიანობის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს აუდიტების მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები გააცნეს. თავის მხრივ აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაციები ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა გააცნეს. 

აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი, სახელმწიფო აუდიტორები და აუდიტის ობიექტების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.