სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტების განმხილველ საპარლამენტო ჯგუფის სხდომაზე სამინისტროების ფინანსური აუდიტები განიხილეს 20 აპრილი, 2021

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის მესამე სამუშაო სხდომაზე სამინისტროების 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგები განიხილეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ჯგუფის წევრებს რვა სექტორული სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტებისას გამოვლენილი  მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინეს. მათ შორის იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო.

სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა უპასუხეს და რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე ისაუბრეს.