დღეს, 9 დეკმბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს.
საჯარო განხილვა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში წარიმართა.
მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კახეთში, გურიაში, ქვემო და შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში, აგრეთვე ქალაქ ზუგდიდში.
