სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორების შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში 21 მაისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი გარემოებები და ძირითადი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზენტაციის სახით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ წარადგინა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას და სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

საჯარო ფინანსების მართვის პროცესში თანამშრომლობის გაძლიერებისა და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტი რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს პერიოდულად განახორციელებს.