პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტორებმა განათლების თემაზე მომზადებული ეფექტიანობის ორი ანგარიში წარადგინეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტებს, აუდიტორებმა „პროფესიული განათლების სისტემის აუდიტის ანგარიშსა“ და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშში“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აუდიტის ობიექტებმა − განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების წარმომადგენლებმა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სტატუსებზე ისაუბრეს და ანგარიშებში ასახულ მიგნებებზე საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.
ანგარიშების განხილვისას სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხეს.
პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ: გენერალური აუდიტორის მოადგილე − დავით გოგიჩაიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი − გიორგი კაპანაძე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ზაზა შეყილაძე და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − მარიამ ზაალიშვილი.


