სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ სამეურნეო სამმართველო - ფინანსური აუდიტის ანგარიში - 2013 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 1 იანვარი 19 ივნისი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებეულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ფინანსური აუდიტი. აუდიტმა მიოცვა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

წლის ბოლოს არ იყო აღრიცხული შპს „ლუკოილ ჯორჯიასია“-ს მიერ დეკემბრის თვეში 7,309.80 ლარის ღირებულების საწვავის მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულება.

დასკვნის საფუძვლებში წარმოდგენილი საკითხების გარდა, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე:
გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებისა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი; კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვით 142 დასახელების (მათ შორის ყველა მცირეფასიან ინვენტარს) არაფინანსურ აქტივს საერთოდ არ ჰქონდა მინიჭებული საინვენტარო ნომერი.

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს არ არის სრულად გათვალისწინებული ყველა შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; აღნიშნულზე მიუთითებს ის გარემოება, რომ 2013 წლის განმავლობაში კორექტირებული გეგმები 26 შემთხვევაშია წარდგენილი (გეგმის პარამეტრების ცვლილებებთან დაკავშირებით 136 დანაყოფში 56,230.0 ლარზე) სააგენტოში.

სამმართველოს მიერ ჩატარებული 20 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან 4 შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ პრედენტთა მიერ დაფიქსირებულია საბოლოო ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად (20%-ი და მეტით) დაბალია სამმართველოს მიერ განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე.

მნიშვნელოვნად დაბალი ფასები წარმოდგენილია შემდეგ შესყიდვებში:

ზემოაღნიშნული ფაქტები მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების არაშესაბამის დაგეგმვაზე, კერძოდ ტენდერის გამოცხადებამდე სამმართველოს არა აქვს მეტი ყურადღება დათმობილი ბაზრის კვლევისა და ანალიზისათვის, მისთვის საჭირო ხარისხის შესყიდვის ობიექტების საბაზრო ღირებულების დადგენისა და სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის მიზნით.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია