სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სესიაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებები მოისმინეს 27 აპრილი, 2021

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სესიაზე, აუდიტის დეპარტამენტმა აფხაზეთის ა/რ-ში, რეგლამენტით გათვალისწინებული მოხსენებები წარადგინა.

დეპარტამენტის უფროსმა, ნოე ქაშიბაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს წარუდგინა მოხსენება „აფხაზეთის ა/რ-ის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ აფხაზეთის მთავრობის ანგარიშზე“. მოხსენებაში გაანალიზებული და შეფასებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და სხვა საქმიანობაში არსებული ხარვეზები. მოხსენების შესახებ დისკუსია გაიმართა და აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს ამომწურავად უპასუხა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ. კითხვა-პასუხის შემდეგ კენჭისყრაზე მოხსენებას მხარი დაუჭირეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დაამტკიცეს.

პლენარულ სესიაზე ასევე განიხილეს ინფორმაცია „აფხაზეთის ა/რ-ის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2020 წელს ჩატარებული აუდიტების“ შედეგების შესახებ. დოკუმენტში ასახულია ის მიგნებები, რაც სახელმწიფო აუდიტორების მიერ ჩატარებულ აუდიტის ანგარიშებშია დაფიქსირებული, ასევე გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების სტატუსები.