სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარაში სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტზე დასკვნა წარადგინა 21 დეკემბერი, 2017

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა.

დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობას და კანონიერებას. ამავე დროს, მიმოიხილავს 2017 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს და მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.

ამასთანავე, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.

იხ. დასკვნა PDF