სახელმწიფო აუდიტის სამსახური

27 აგვისტო, 2014
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კლტურისა და სპორტის სამინისტროს აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2014

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი, რომლის შედეგად გამოვლინდა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის 6 თვის კონსოლიდირებული დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 17 957.9 ათას ლარს, საკასო შესრულებამ შეადგინა 12 455.17 ათასი ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 69,4 %): მათ შორის, 6 თვის ხარჯების დაზუსტებული გეგმა შეადგენს 15 222.9 ათას ლარს, საკასო ხარჯი - 12 275.4 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 80,6 %-ით); არაფინანსური აქტივების დაზუსტებული გეგმა შეადგენს - 2 669.5 ათას ლარს, საკასო შესრულება - 144.6 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 5,4%-ით); ვალდებულებების კლების დაზუსტებული გეგმა შეადგენს 35.4 ათას ლარს, საკასო ხარჯი - 35.0 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 98,8%-ით). დაზუსტებული გეგმის შეუსრულებლობა ძირითადად განპირობებულია თანხების აუთვისებლობით - „შრომის ანაზღაურების“ მუხლით - 321.5 ათასი ლარი (ბიუჯეტი შესრულდა 80,6%-ით), „საქონელი და მომსახურების“ მუხლით - 947,8 ათასი ლარი (ბიუჯეტი შესრულდა 73,4%-ით), „არაფინანსური აქტივების“ მუხლით - 2 524,8 ათასი ლარი (ბიუჯეტი შესრულდა 5,3%-ით).

სამინისტროს აპარატის 6 თვის დაზუსტებული ბიუჯეტი, მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების ჩათვლით, შეადგენდა 3 168.3 ათას ლარს, საკასო ხარჯებმა შეადგინა 2 068.05 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული ბიუჯეტის 65,3 %-ია.

სამინისტროს აპარატის 2014 წლის 6 თვის საკასო ხარჯების გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საკასო შესრულება გაზრდილია 406.5 ათასი ლარით. მათ შორის, „შრომის ანაზღაურება“ – 8.1 ათასი ლარით, „სხვა ხარჯები“- 356.7 ათასი ლარით, „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“- 10.8 ათასი ლარით, „წარმომადგენლობითი ხარჯები“ – 3.0 ათასი ლარით, „ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი’“ – 11.4 ათასი ლარით, „ვალდებულების კლება“ – 8.2 ათასი ლარით, „არაფინანსური აქტივები“- 1.2 ათასი ლარით. აღნიშნული ზრდის პირობებში, სხვა მუხლების საკასო შესრულება შემცირებულია 273.8 ათასი ლარით, მათ შორის, „მივლინება“ – 7.6 ათასი ლარით, „ოფისის ხარჯი“ -1.8 ათასი ლარით, „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ – 264.3 ათასი ლარით.

აუდიტით დადგინდა, რომ სსიპ - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის 2014 წლის 6 თვის ხარჯების დაზუსტებული გეგმა შეადგენს 259.9 ათას ლარს, საკასო შესრულებამ შეადგინა 233.9 ათასი ლარი (რაც დაზუსტებული ბიუჯეტის 89,9 %-ია). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული მუხლების მიხედვით, კერძოდ, „ოფისის ხარჯებში“ დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში, 13.5 ათასი ლარით მეტი ხარჯია გაწეული.