სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„აჭარის ა/რ-ის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის მოხსენება მოისმინეს 03 ივნისი, 2021

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა კირტავამ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მოხსენება წარადგინა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში შეფასებულია ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები, გაანალიზებულია საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. მოხსენებაში ასევე მიმოხილულია აჭარის ა/რ-ის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები. 
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სხდომაზე ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.