აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა, კახაბერ კირტავამ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში შეფასებულია ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება, ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვს საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის ფორმირების პროცესში.
დასკვნაში ასევე მიმოხილულია 2021 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციები, მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
