სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ კირტავამ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში „აჭარის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“კანონის პროექტზე, წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.
დასკვნა მიმოიხილავს 2022 წლის აჭარის ა/რ-ის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
ასევე, დასკვნაში აუდიტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.


.jpeg)