სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა წარადგინა 11 დეკემბერი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აჭარის ა/რ-ის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში „აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.

დასკვნა მიმოიხილავს 2024 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.

ასევე, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის ფორმირების პროცესში.