სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია INTOSAI IDI - ის საერთაშორისო შეხვედრაზე 21 დეკემბერი, 2017

ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში INTOSAI IDI-ის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნის აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მთავარმა ანალიტიკოსმა, ნინო ფრუიძემ.

შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტისა (UNDESA) და  საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) წარმომადგენლები, განიხილეს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების როლი SDG-ების  განხორციელების პროცესში, აუდიტის გეგმები და შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე გაიმართა დისკუსიები SDG-ების ეფექტიანობის აუდიტის სპეციფიკური მახასიათებლების, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე წარადგინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ვებლატფორმა  - „ბიუჯეტის მონიტორი“, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის, მომხმარებლებისათვის აუდიტის შედეგების ინოვაციური გზით მიწოდების, SDG-ების შესახებ ცნობადობის ზრდისა და ინფორმაციის წარმოდგენის უნიკალური მექანიზმი. პროექტის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, ინოვაციური პროექტის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ INTOSAI IDI-ის პროექტის პირველ ფაზაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა წარმატებით გაიარეს ორთვიანი ელექტრონული კურსი და მოამზადეს ეფექტიანობის აუდიტის გეგმა. პროექტის თანახმად, შემდგომი შეხვედრა დაგეგმილია  2018 წლის მაისში, SDG-ების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვასთან დაკავშირებით.