სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის აუდიტის სამსახურის (National Audit Office) წარმომადგენლები კევინ სამერსგილი (Kevin Summersgill) და ალან ბენქსი (Alan Banks) ეწვივნენ.
გენერალური აუდიტორის ხელმძღვანელობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა ბრიტანელ კოლეგებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის წარმომადგენლები საჯარო ფინანსების აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად მომზადებული, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით, მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ბრიტანეთის აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით განხორციელდა.
