სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების (ერთად − ჯგუფის) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.
ჩვენი აზრით, ჩვენი დასკვნის აბზაცში − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ − აღწერილი საკითხ(ებ)ის გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.