გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.
გენერალურმა აუდიტორმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობს შემდგომი განვითარების კონცეფციაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
