სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდა 27 ოქტომბერი, 2017

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.

გენერალურმა აუდიტორმა ისაუბრა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრების ორგანიზების აუცილებლობაზე, სადაც განხილული იქნება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

ამასთანავე აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონსულტაციებს გაუწევს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს აღრიცხვა-ანგარიშგების, შესყიდვების და სხვა მიმდინარე პროექტების შესახებ. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.