გენერალური აუდიტორის მოდგილემ ეკა ღაზაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ საჯარო ვებინარში, რომელიც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებსა და პარამეტრებს ეხებოდა.
ვებინარის მონაწილეებმა მიმოიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მომავალი წლის მაკროეკონომიკური სცენარი.
საუბრის მთავარი თემები იყო ასევე სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, ასევე ისაუბრეს იმ პროცესზე, რომელიც პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცებას ახლავს თან.
ვებინარს უძღვებოდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, მოხსენებები კი წარმოადგინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და პრეზენტაციების შემდეგ სპიკერებმა დაინტერესებული პირების კითხვებს უპასუხეს.
ვებინარის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
