სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი ლატვიაში საერთაშორისო კონფერენციაზე 17 აგვისტო, 2023

გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი ლატვიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა. 

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ლატვიის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, მოლდოვას, პოლონეთის, ისრაელის და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენცია ორ საკითხს მოიცავდა - აუდიტორული სამუშაო, როგორც საზოგადოებისათვის სარგებლიანობის გაზრდის ინსტრუმენტი; დისკუსია და გამოცდილებების გაზიარება აუდიტორული საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.

სოფიო დვალიშვილმა თავის გამოსვლაში ლატვიის პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერაზე ისაუბრა და მონაწილეებს ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის პრაქტიკები გააცნო. კონფერენციას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა, ლატვიის პარლამენტის (სეიმის) სპიკერმა ედვარდს სმილტენსმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა, ლატვიის პრეზიდენტმა (1999-2007) ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ.