სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორი 13 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით მესამე სექტორს შეხვდა 18 მაისი, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ბოლო დღეებში ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ბატონმა ლაშა თორდიამ 13 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და მესამე სექტორს აუდიტორული დასკვნის ის ნაწილი გააცნო, რომელიც აღნიშნული ინციდენტის საფუძველი გახდა.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ინციდენტთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესებსა და აუდიტის ანგარიშში მოყვანილი შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ.

მათი შეფასებით, გენერალურ აუდიტორზე განხორციელებული თავდასხმა უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, საგამოძიებო კომიტეტის შექმნის გზით მოხდეს სიმართლის დადგენა.

იხ. ვიდეო

იხ. რადიო

იხ. ინტერნეტ გამოცემების მიმოხილვა: