სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა სამი მოადგილე - დავით გოგიჩაიშვილი, ეკატერინე ღაზაძე და ნოდარ ჯავახიშვილი წარადგინა.
„კადრები შეირჩა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციების და მაღალი პროფესიონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. მათი და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
