სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გერმანელი ექსპერტი პალატაში 25 მარტი, 2011

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ეგიდით საქართველოს კონტროლის პალატას რაინლანდ პფალცის ფედერალური მხარის საანგარიშო პალატის წარმომადგენელი იურგენ ფლიკი ეწვია.

გერმანელმა სტუმარმა 25-27 მარტს პალატის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრები გამართა თემაზე: ”გარე განათების შემოწმება”. სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა აღნიშნული თემის შემოწმების შესაძლო ასპექები, აუდიტის კითხვარები და აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების ანალიზი, აგრეთვე, განხილულ იქნა აუდიტის პროგრამის სტრუქტურა და მისი ცალკეული საკითხები.