სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გერმანიის ელჩი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია 29 იანვარი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის და  საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჰაიკე ფაიჩის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული გეგმის შესახებ, რაც გულისხმობს საჯარო ფინანსების მართვის კუთხით პარლამენტთან, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ და პროფესიულ განვითარებას.

გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და გერმანიის საელჩოში გერმანია/საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი  დანიელ ჰაასი.