სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტთან (TA) დაკავშირებით.
