ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისათვის „განახლებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების მეთოდოლოგიები და მათი დანერგვის“ ტრენინგ კურსი დაიწყო.
ტრენინგის გახსნაზე აუდიტორებს ახალი მეთოდოლოგიების მნიშვნელობასა და პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობაზე გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ფერდინანდ პოტი ესაუბრნენ.
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების ახალი მეთოდოლოგია ევროკავშირის მხარდაჭერით, აუდიტის ფუნდამენტური პრინციპების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადდა.
ტრენინგი „განახლებული ფინანსური აუდიტი და შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგიები და მათი დანერგვა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის 3 თვეს გაგრძელდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ 2017 წლის მაისში დაიწყო.
პროექტის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესონალიზმის გაძლიერება, საჯარო ფინანსების კონტროლისა და ანგარიშგების გაუმჯობესების მიმართულებით.
