სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ონლაინ შეხვედრაზე თურქეთის სახელმწიფო აუდიტორული უწყების (Turkish Court of Accounts) წარმომადგენლებს ეფექტიანობის აუდიტის წარმოების პროცესთან დაკავშირებით გამოცდილებები და ექსპერტული ცოდნა გაუზიარეს.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის სამი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
თავის მხრივ, თურქეთის აუდიტორული უწყების წარმომადგენლებმა კოლეგებს სახელმწიფო საწარმოების მართვის აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. აუდიტორებმა ასევე ერთობლივად განიხილეს საერთაშორისო აუდიტის და ანგარიშგების სტანდარტები.
პროფესიული თანამშრომლობის საფუძველზე, უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს უახლოეს მომავალში ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლებაზე.
შეხვედრას თურქეთის საანგარიშო სასამართლოს მხრიდან ესწრებოდნენ: მთავარი აუდიტორები, ჩიგდემ ასლანკარა და ჩუნეით ავსარი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი, მეჰმეთ ბალიოღლუ; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე,შეხვედრაში მონაწილეობდნენ უფროსი აუდიტორ-ასისტენტი ნათია ჩხვირკია და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.

