სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეფექტიანობის აუდიტის სასერტიფიკატო პროგრამაში სახელმწიფო აუდიტორებმა საერთაშორისო ტრენინგი გაიარეს 02 ივლისი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (SNAO) პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამის „ეფექტიანობის აუდიტი გამოცდილი აუდიტორებისთვის“ შემდგომი ეტაპი გაიარეს, რომელიც მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა. 

პროგრამა, რომელშიც რვა ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციაა ჩართული, ეფექტიანობის აუდიტების წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების განმტკიცებას და გამოცდილებების გაზიარებას ემსახურება.

პროგრამის მონაწილეები მენტორებთან ერთად მუშაობენ წინასწარ შერჩეულ თემებზე ჩატარებული სამუშაოს განხილვაზე, აუდიტის კითხვებისა და კრიტერიუმების შეჯერებასა და შედეგების გააზრებაზე. 

პროგრამაში ჩართულები არიან სოციალური სფეროს დეპარტამენტის აუდიტორები ანანო ლომაია და ნინო ბრეგვაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი ნათია ჩხვირკია და აუდიტორ-სტაჟიორი ქრისტინე მაჭარაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროგრამაში მონაწილეობს როგორც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის წევრი.