სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეფექტიანობის აუდიტი 23 მაისი, 2011

შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფი კონტროლის პალატას ეწვია. სტუმრები 23 - 25 მაისს პალატის თანამშრომლებისთვის სემინარებს ჩაატარებენ თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტი“.

აღნიშნული ღონისძიება რიგით მეოთხეა და 2010 წლის 23 მარტს შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.