სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 02 ივლისი, 2012

დღეს 2 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების (2013-2017წწ.) სტრატეგიაზე დაყრდნობით, შიდა და გარე კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომუნიკაციის პოლიტიკის განახლება. სამუშაო შეხვედრები გაიმართება ასევე ინტრანეტის დანერგვის და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული შეხვედრები, რომელიც 5 ივლისამდე გაგრძელდება, საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება