სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებასთან (Comptroller and Auditor General of India (C&AG)) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის ხარისხის მიმართულებით თანამშრომლობა დაიწყო.
პირველი ონლაინ შეხვედრა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას შეეხებოდა.
სახელმწიფო აუდიტორებმა მოისმინეს ინფორმაცია ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და მათთან არსებული „ინფორმაციული სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის“ (iCISA) აუდიტორების გამოცდილების შესახებ IT აუდიტის წარმოების მიმართულებით.
IT აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციის შემდგომი გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდოელი კოლეგების გამოცდილება და პრაქტიკა IT აუდიტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ეტაპების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს 2014 წლიდან ატარებს.
ინდოეთის აუდიტორული უწყების მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ „ინფორმაციული სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (ICASA) ხელმძღვანელობა: კესავან სრინივასანი, ვიკაშ კუმარი და პრია პარიკახი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი − ალექსანდრე გოგოლაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − გიორგი ალასანია, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი − გიორგი კაპანაძე, IT აუდიტის სამსახურის უფროსი − მარიამ მაღრაძე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი − ნინო კერესელიძე.
