სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა 04 მარტი, 2022

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით შექმნილი საბიუჯეტო და ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევის, კომიტეტის სტრატეგიისა და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. 

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე - ARIS.SAO.GE ისაუბრა.

ARIS.GE სისტემასთან წვდომა საშუალებას აძლევს პარლამენტს, რეალურ დროში ადევნოს თვალი აუდიტის რეკომენდაციების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათზე რეაგირება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყების საქმიანობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.  

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საბიუჯეტო და ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი, კომიტეტის სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა.