სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ლატვიის აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემოსავლების აუდიტზე გამოცდილება გაუზიარა 23 მარტი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლატვიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე ლატვიის აუდიტის სამსახურის მოქმედმა აუდიტორებმა ქართველ კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს შემოსავლების აუდიტის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს აუდიტის იმ მიდგომებისა და ტექნიკების შესახებ, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია აღნიშნული სპეციფიური სფეროს აუდიტის ჩატარებისას. 

საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წელს პირველად უნდა განახორციელოს და ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება აუდიტორებისთვის საინტერესო და აქტუალურია.

საქართველოსა და ლატვიის აუდიტორულ უწყებას შორის ორმხრივი ურთიერთობები 2010 წელს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება. მას შემდეგ სამსახურებს რამდენიმე საქმიანი და მაღალი რანგის ვიზიტი ჰქონდათ თბილისსა და რიგაში ევროკავშირის შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო მდგრადი ორმხრივი აუდიტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.