საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა შედგენილი.
სერტიფიცირების პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს- სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.
სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ 5 წლიან სერტიფიკატს, რომელიც მათ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას აძლევს.
სერტიფიცირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ვახტანგ კეჟერაძემ გააცნეს.
საჯარო სექტორში სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველ ეტაპზე 9 აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა მემორანდუმი. აღნიშნული პროგრამა გრძელვადიანია და მოიცავს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობას.
პროგრამის მონაწილეთა პირველმა ნაკადმა სასწავლო კურსი ივნისში დაიწყო და ის 3 თვეს გაგრძელდება.
იხ. ვრცლად საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებგვერდზე.
