დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის -„მეცნიერების მართვის ღონისძიებები“ - მოსმენა.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია მეცნიერების მართვის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მთავრობის მიერ სამეცნიერო სფეროს მართვა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ინტეგრაცია, სამეცნიერო სფეროს დაფინანსება, ასევე ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები.
მოსმენას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.