სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 25 ივნისი, 2024
მოხსენება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ

2023 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილება ორჯერ განხორციელდა. რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობების მოცულობა 512,549.4 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები - 535,549.4 ათასი ლარით იყო განსაზღვრული.

განხორციელებული ცვლილებებით, შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 29,399.9 ათასი ლარით (5.7%-ით) გაიზარდა და 541,949.4 ათას ლარს, ხოლო გადასახდელები 37,102.0 ათასი ლარით (6.9%- ით) გაიზარდა და 572,651.4 ათას ლარს გაუტოლდა.

წლის ბოლოს შემოსულობებისა და გადასახდელების ფაქტობრივმა მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 542,562.9 ათასი ლარი (გეგმის 100.1%) და 532,278.8 ათასი ლარი (გეგმის 92.9%) შეადგინა.