პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების აუდიტის ანგარიში განიხილეს. აუდიტის შესწავლის ძირითადი მიმართულებები იყო ელექტრონული ტენდერები, შესყიდვის ელექტრონული პროცედურები, გამარტივებული შესყიდვები.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ანგარიშში არსებული მიგნებები და რეკომენდაციები ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა გააცნო. ანგარიშში აუდიტის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ ოთხი რეკომენდაციაა გაცემული. რეკომენდაციები ეხება შესყიდვების კანონმდებლობის ხარვეზს, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის შეუსაბამობას ელექტრონული პროცედურის პირობებთან,ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკ და ბაზრის კვლევის ნაკლოვანებებს.
„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებსა და აუდიტის ჯგუფის წევრებს რეკომენდაციების შესრულების სტატუსები გააცნეს და სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს.


