სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში საჯარო სექტორის ინვენტარიზაციის პროცესის აუდიტი განიხილეს 18 მაისი, 2021

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის მორიგ სამუშაო სხდომაზე სისტემური აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ წარადგინა. აუდიტმა ცხრა განსხვავებული სფეროსა და განსხვავებული აქტივების მქონე საბიუჯეტო უწყება მოიცვა. მათი შემოწმების შედეგად გამოკვეთილი სისტემური ხარვეზები და მიგნებები პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს ანგარიშში ასახული  მიგნებების შესახებ ამომწურავად უპასუხა გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა. აუდიტის ობიექტებმა - სამინისტროებმა, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა სხვადასხვა პროფილის  სსიპ-ებმა - გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადებსა და სტატუსზე ისაუბრეს. 

პარლამენტის მუდმივმოქმედი  სამუშაო ჯგუფის წევრებმა აუდიტის ობიექტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმისა და ანგარიშის წარმოდგენა დაავალეს.